წიგნი თუ
კომპიუტერი? ეს კითხვა თანდათანობით უფრო
და უფრო აქტუალური ხდება, რადგან
XXI საუკენე , როგორც
მოგეხსენებათ კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეა და ბევრი შიშობს, რომ
წიგნი დაკარგავს თავის ფუნქციას
და მის ჩანაცვლებას კომპიუტერი
შეძლებს.
დავიწყოთ მარტივად...სანამ კომპიუტერი
შეიქმნებოდა , ჩვენი წინა თაობები საიდან იღებდნენ ინფორმაციას ან რა გასართობი
ქონდათ? 1455 წლამდე სანამ გუტენბერგი საბეჭდ დაზგას შექმნიდა წიგნებს ხელით წერდნენ,
რაც ძალიან ძნელი საქმე იყო მაგრამ იმდროინდელი საზოგადოება აქტიურად ეცნობოდა
ლიტერატურას და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა წიგნი.
რა ხდება ახლა? ახლა ფაქტია რომ წიგნის
პოპულარობა დღითიდღე იკლებს და მის ჩანაცვლებას კომპიუტერი ცდილობს. ახალგაზრდებში
ეს უკანასკნელი უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, რასაც იმით ხსნიან , რომ
კომპიუტერით ინფორმაციას უფრო სწრაფად და მარტივად იღებენ, ხალხთან ურთიერთობენ და
ხშირ შემთხვევაში დროის გასაყვანადაც იყენებენ. ახლა კი დავუფიქრდეთ რატომ არ
შეგვიძლია წიგნით ეს გავაკეთოთ? მისით ხომ ცოდნასაც ვიღებთ და მეტნაკლებად დროც
გაგვყავს, ხანდახან ურთიერთობა კი კომპიუტერის გარეშეც წარმატებულად შეიძლება? ამ
კითხვაზე პასუხი ალბათ საკუთარ თავებში უნდა ვეძიოთ, რადგან ეს პრობლემა უშუალოდ ადამიანის შინაგანი ბუნებიდან მოდის,
რაც გამოწვეულია დროის შესაბამისად მისი შინაგანი სამყაროს ცვალებადობით, რადგან
იცვლება დრო და იცვლებიან ადამიანები, იცვლება აგრეთვე საჭიროებები და
ინტერესები...
No comments:
Post a Comment