Saturday, December 1, 2012

დღევანდელობა


         იმის გამო , რომ ჩვენს საუკუნეში ცხოვრება დაჩქარებული რიტმით მიმდინარეობს ადამიანები ცდილობენ გაიმარტივონ ცხოვრება, რის გამოც ისინი ინფორმაციის მისაღებად იყენებენ კომპიუტერს, რაც მათ დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს. მისი დახმარებით აღარაა აუცილებელი საათობით წიგნების ქექვა ბიბლიოთეკაში, რადგან სასურველი ინფორმაცია  შეგიძლია თითის ერთი დაჭერით წამებში მიიღო. მაგრამ აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ : არსებობს ორგვარი წიგნი : საკითხავი და საცნობარო. პირველს ჩვეულებისამებრ ვკითხულობთ, მეორეს კი ხანგამოშვებით ვაკითხავთ, რათა საჭიროცნობები ამოვიკითხოთ. კომპიუტერს შეუძლია მეორე სახის წიგნი შეცვალოს, მაგრამ პირველს ვერ შეცვლის!
       როცა ადამიანი საათობით უზის კომპიუტერს და დაღლილობისაგან თვალების გახელაც კი უჭირს,ბუნებრივია გაუჩნდება სურვილი მოხერხებულად მოკალათდეს სავარძელში და გადაიკითხოს თავისი უსაყვარლესი ლექსები თუ მოთხრობები. კომპიუტერი წიგნიერების ახალი სახეა, მისი საშუალებით უამრავი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, მაგრამ წიგნის შეცვლა მას არ შეუძლია. კომპიუტერის გამოყენებით ადამიანმა დიდი ხნის ოცნება აისრულა, მას შეუძლია სურვილისამებრ შეავსოს და ცვალოს ტექსტები მაგრამ მთავარი მანქანა რომელიც ურიცხვი ტექსტის შექმნის საშუალებას იძლევა ათასწლეულების წინ არის გამოგონებული და მას ანბანი ჰქვია.!
          გამოყენებული ლიტერატურა

          1. უმბერტო ეკო "გუტენბერგიდან ინტერნეტამდე"

No comments:

Post a Comment