დგევანდელობაში
ადამიანის დამოკიდებულება კითხვისადმი აქტუალური პრობლემატური თემაა. კითხვა
ყველას ძალუძს მაგრამ გააჩნია რას წავიკითხავთ და რატომ. სწორი არჩევანის გაკეთება
ცოტას თუ შეუძლია.
ჰიუგო
წერდა „ ავტორი ქმნის წიგნს, საზოგადოება კი მიიღებს ან უკუაგდებს მას. წიგნის
შემოქმედი ავტორია,მისი ბედის შემოქმედი კი საზოგადოება „
ჩვენს
დროში ადამიანები სწორედ ერთი აკვიატებული სურვილის დასაკმაყოფილებლად კითხულობენ,
შექმნან სხვების თვალში გემოვნებიანი მკითხველის იმიჯი. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დიდ სირცხვილად მიაჩნია იმის აღიარება
რომ სულაც არ ეჭაშნიკება ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა და ამას „კომპში“
თუნდაც უაზრო „ბოდიალი“ ურჩევნია... ესირცხვილებათ და იქნებ ასეც ჯობდეს...
მოდით ვიყოთ
ობიექტურები ნურც იმ ადამიანების აღნიშვნა დაგვავიწყდება,რომელთა ცხოვრების
თითოეული დღე კითხვის გარეშე წარმოუდგენელია. ასეთები საბედნიეროდ ბევრნი არიან,
ეს გარემოება იმედის მომცემი და მასულდგმულებელია.
ასე, რომ საზოგადოების კითხვის მიმართ
დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც კითხვას
კომპიუტერთან დროის უაზრო ფლანგვას ამჯობინებენ და მიუხედავად იმისა, რომ უამრავ
ინფორმაციას იღებენ, იქიდან მინიმალური თუა ნამდვილად გამოსადეგი და სასარგებლო
მათთვის. ეს არის ერთ-ერთი თვისება, რაც ამ ორ ფენომენს ერთმანეთს სამუდამოდ
აშორებს...
გამოყენებული ლიტერატურა:
ვიქტორ ჰიუგო
გამოყენებული ლიტერატურა:
ვიქტორ ჰიუგო
No comments:
Post a Comment