XXI - საუკუნეში
უკვე თავისუფლად შეიძლება იმის თქმა ,რომ კომპიუტერი ფუფუნების საგანს აღარ
წარმოადგენს და არ მოიძებნება ოჯახი,
სადაც მინიმუმ ერთი კომპიუტერი არ დგას. ეს ყოველივე ალბათ იმან
გამოიწვია ,რომ კომპიუტერი ჩვენი ყოველდგიურობის ნაწილი უმოკლეს დროში გახდა და ისე დაიკავა სასიცოცხლოდ მნიშვნელვანი
ადგილი ვერც კი გავაცნობიერეთ. ჩვენდა დამოუკიდებლად გავხდით კომპიუტერული სისტემის
მსხვერპლნი რადგან თავის დროზე არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი მისი ასეთი
უარყოფითი გავლენა ადამიანების მიმართ.
კომპიუტერის როლის ასეთმა ზრდამ
საზოგადოებაში, გამოიწვია წიგნის, როგორც ინფორმაციის მთავარი საშუალების მეორე
პლანზე გადაწევა... ეს ერთი შეხედვით დიდად ტრაგიკულად არ ჟღერს, მერე რა თუ
ინფორმაციას კომპიუტერით მივიღებთ, ხოლო წიგნის ფურცლებს მხოლოდ სიამოვნების გამო
გადავშლით??? მაგრამ დამერწმუნეთ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით,სინამდვილეში კი საქმე
გვაქვს ისეთ საშის საფრთხესთან, როგორიცაა
ადამიანის ტვინის დაჩლუნგება, რადგან იგი აღარ საჭიროებს ინფორმაციის მოძიებას
ბიბლიოთეკაში, აღარ ეძებს საათობით და ბოლოს გახარებული სიხარულით ბოლო ხმაზე აღარ
ყვირის, არამედ უკვე გამზადებულ ინფორმაციას აკოპირებს და ამით ამოიწურება მისი
აქტივობა, ასეთი ადამიანი კი საბოლოო ჯამში ხდება კომპიუტერზე მიჯაჭვული არსება,
რომელსაც საკუთარი ხელით და აზროვნებით არაფრის შექმნა აღარ შეეძლება...
ადამიანები დაკარგავენ ყველაზე სანუკვარს -ფანტაზიის უსაზღვრო გრძნობას...
ასეთი ადამიანის სიცოცხლე ყოველდღიურად უფრო
და უფრო ემსგავსება ზომბის ცხოვრებას და საბოლოო ჯამში კიდეც ხდება ოფიციალური
„კომპიუტერული ზომბი“ ...ასეთი ადამიანები ჩაკეტილები და მარტოსულები ხდებიან ,
რადგან არა აქვთ ურთიერთობა წიგნთან, არ გაუღრმავებიათ თვალსაწიერი, არ გაცნობიან
ადამიანებს, არ მომკვდარან სიყვარულისთვის, არ უცინიათ აცრემლებამდე და კიდევ
უამრავი ასეთი არ...არ...არ...,რაც შეეძლოთ წიგნისგან მიეღოთ და არ მიიღეს თუ ვერ
მიიღეს...
No comments:
Post a Comment