Friday, December 21, 2012

ადამიანი და წიგნი


დგევანდელობაში ადამიანის დამოკიდებულება კითხვისადმი აქტუალური პრობლემატური თემაა. კითხვა ყველას ძალუძს მაგრამ გააჩნია რას წავიკითხავთ და რატომ. სწორი არჩევანის გაკეთება ცოტას თუ შეუძლია.
    ჰიუგო წერდა „ ავტორი ქმნის წიგნს, საზოგადოება კი მიიღებს ან უკუაგდებს მას. წიგნის შემოქმედი ავტორია,მისი ბედის შემოქმედი კი საზოგადოება „
   ჩვენს დროში ადამიანები სწორედ ერთი აკვიატებული სურვილის დასაკმაყოფილებლად კითხულობენ, შექმნან სხვების თვალში გემოვნებიანი მკითხველის იმიჯი. საზოგადოების გარკვეულ  ნაწილს დიდ სირცხვილად მიაჩნია იმის აღიარება რომ სულაც არ ეჭაშნიკება ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა და ამას „კომპში“ თუნდაც უაზრო „ბოდიალი“ ურჩევნია... ესირცხვილებათ და იქნებ ასეც ჯობდეს...
   მოდით ვიყოთ ობიექტურები ნურც იმ ადამიანების აღნიშვნა დაგვავიწყდება,რომელთა ცხოვრების თითოეული დღე კითხვის გარეშე წარმოუდგენელია. ასეთები საბედნიეროდ ბევრნი არიან, ეს გარემოება იმედის მომცემი და მასულდგმულებელია.
   ასე, რომ საზოგადოების კითხვის მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც კითხვას კომპიუტერთან დროის უაზრო ფლანგვას ამჯობინებენ და მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ინფორმაციას იღებენ, იქიდან მინიმალური თუა ნამდვილად გამოსადეგი და სასარგებლო მათთვის. ეს არის ერთ-ერთი თვისება, რაც ამ ორ ფენომენს ერთმანეთს სამუდამოდ აშორებს...

გამოყენებული ლიტერატურა:

ვიქტორ ჰიუგო

ადამიანი და კომპიუტერი


  XXI - საუკუნეში უკვე თავისუფლად შეიძლება იმის თქმა ,რომ კომპიუტერი ფუფუნების საგანს აღარ წარმოადგენს და  არ მოიძებნება ოჯახი, სადაც  მინიმუმ ერთი  კომპიუტერი არ დგას. ეს ყოველივე ალბათ იმან გამოიწვია ,რომ კომპიუტერი ჩვენი ყოველდგიურობის ნაწილი უმოკლეს დროში  გახდა და ისე დაიკავა სასიცოცხლოდ მნიშვნელვანი ადგილი ვერც კი გავაცნობიერეთ. ჩვენდა დამოუკიდებლად გავხდით კომპიუტერული სისტემის მსხვერპლნი რადგან თავის დროზე არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი მისი ასეთი უარყოფითი გავლენა ადამიანების მიმართ.
        კომპიუტერის როლის ასეთმა ზრდამ საზოგადოებაში, გამოიწვია წიგნის, როგორც ინფორმაციის მთავარი საშუალების მეორე პლანზე გადაწევა... ეს ერთი შეხედვით დიდად ტრაგიკულად არ ჟღერს, მერე რა თუ ინფორმაციას კომპიუტერით მივიღებთ, ხოლო წიგნის ფურცლებს მხოლოდ სიამოვნების გამო გადავშლით??? მაგრამ დამერწმუნეთ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით,სინამდვილეში კი საქმე გვაქვს ისეთ საშის  საფრთხესთან, როგორიცაა ადამიანის ტვინის დაჩლუნგება, რადგან იგი აღარ საჭიროებს ინფორმაციის მოძიებას ბიბლიოთეკაში, აღარ ეძებს საათობით და ბოლოს გახარებული სიხარულით ბოლო ხმაზე აღარ ყვირის, არამედ უკვე გამზადებულ ინფორმაციას აკოპირებს და ამით ამოიწურება მისი აქტივობა, ასეთი ადამიანი კი საბოლოო ჯამში ხდება კომპიუტერზე მიჯაჭვული არსება, რომელსაც საკუთარი ხელით და აზროვნებით არაფრის შექმნა აღარ შეეძლება... ადამიანები დაკარგავენ ყველაზე სანუკვარს -ფანტაზიის უსაზღვრო გრძნობას...
     ასეთი ადამიანის სიცოცხლე ყოველდღიურად უფრო და უფრო ემსგავსება ზომბის ცხოვრებას და საბოლოო ჯამში კიდეც ხდება ოფიციალური „კომპიუტერული ზომბი“ ...ასეთი ადამიანები ჩაკეტილები და მარტოსულები ხდებიან , რადგან არა აქვთ ურთიერთობა წიგნთან, არ გაუღრმავებიათ თვალსაწიერი, არ გაცნობიან ადამიანებს, არ მომკვდარან სიყვარულისთვის, არ უცინიათ აცრემლებამდე და კიდევ უამრავი ასეთი არ...არ...არ...,რაც შეეძლოთ წიგნისგან მიეღოთ და არ მიიღეს თუ ვერ მიიღეს...

Saturday, December 1, 2012

დღევანდელობა


         იმის გამო , რომ ჩვენს საუკუნეში ცხოვრება დაჩქარებული რიტმით მიმდინარეობს ადამიანები ცდილობენ გაიმარტივონ ცხოვრება, რის გამოც ისინი ინფორმაციის მისაღებად იყენებენ კომპიუტერს, რაც მათ დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს. მისი დახმარებით აღარაა აუცილებელი საათობით წიგნების ქექვა ბიბლიოთეკაში, რადგან სასურველი ინფორმაცია  შეგიძლია თითის ერთი დაჭერით წამებში მიიღო. მაგრამ აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ : არსებობს ორგვარი წიგნი : საკითხავი და საცნობარო. პირველს ჩვეულებისამებრ ვკითხულობთ, მეორეს კი ხანგამოშვებით ვაკითხავთ, რათა საჭიროცნობები ამოვიკითხოთ. კომპიუტერს შეუძლია მეორე სახის წიგნი შეცვალოს, მაგრამ პირველს ვერ შეცვლის!
       როცა ადამიანი საათობით უზის კომპიუტერს და დაღლილობისაგან თვალების გახელაც კი უჭირს,ბუნებრივია გაუჩნდება სურვილი მოხერხებულად მოკალათდეს სავარძელში და გადაიკითხოს თავისი უსაყვარლესი ლექსები თუ მოთხრობები. კომპიუტერი წიგნიერების ახალი სახეა, მისი საშუალებით უამრავი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, მაგრამ წიგნის შეცვლა მას არ შეუძლია. კომპიუტერის გამოყენებით ადამიანმა დიდი ხნის ოცნება აისრულა, მას შეუძლია სურვილისამებრ შეავსოს და ცვალოს ტექსტები მაგრამ მთავარი მანქანა რომელიც ურიცხვი ტექსტის შექმნის საშუალებას იძლევა ათასწლეულების წინ არის გამოგონებული და მას ანბანი ჰქვია.!
          გამოყენებული ლიტერატურა

          1. უმბერტო ეკო "გუტენბერგიდან ინტერნეტამდე"

Wednesday, November 28, 2012

წიგნი თუ კომპიუტერი?



წიგნი  თუ  კომპიუტერი? ეს კითხვა თანდათანობით უფრო  და უფრო აქტუალური  ხდება,  რადგან  XXI  საუკენე ,  როგორც  მოგეხსენებათ კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეა და ბევრი შიშობს, რომ წიგნი დაკარგავს  თავის  ფუნქციას  და მის  ჩანაცვლებას  კომპიუტერი  შეძლებს.
     დავიწყოთ მარტივად...სანამ კომპიუტერი შეიქმნებოდა , ჩვენი წინა თაობები საიდან იღებდნენ ინფორმაციას ან რა გასართობი ქონდათ? 1455 წლამდე სანამ გუტენბერგი საბეჭდ დაზგას შექმნიდა წიგნებს ხელით წერდნენ, რაც ძალიან ძნელი საქმე იყო მაგრამ იმდროინდელი საზოგადოება აქტიურად ეცნობოდა ლიტერატურას და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა წიგნი.
    რა ხდება ახლა? ახლა ფაქტია რომ წიგნის პოპულარობა დღითიდღე იკლებს და მის ჩანაცვლებას კომპიუტერი ცდილობს. ახალგაზრდებში ეს უკანასკნელი უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, რასაც იმით ხსნიან , რომ კომპიუტერით ინფორმაციას უფრო სწრაფად და მარტივად იღებენ, ხალხთან ურთიერთობენ და ხშირ შემთხვევაში დროის გასაყვანადაც იყენებენ. ახლა კი დავუფიქრდეთ რატომ არ შეგვიძლია წიგნით ეს გავაკეთოთ? მისით ხომ ცოდნასაც ვიღებთ და მეტნაკლებად დროც გაგვყავს, ხანდახან ურთიერთობა კი კომპიუტერის გარეშეც წარმატებულად შეიძლება? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ საკუთარ თავებში უნდა ვეძიოთ, რადგან ეს პრობლემა  უშუალოდ ადამიანის შინაგანი ბუნებიდან მოდის, რაც გამოწვეულია დროის შესაბამისად მისი შინაგანი სამყაროს ცვალებადობით, რადგან იცვლება დრო და იცვლებიან ადამიანები, იცვლება აგრეთვე საჭიროებები და ინტერესები...